ირაკლი ღარიბაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითაც ათასობით და ათი ათასობით ადამიანი გადარჩა
27-03-2023, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ამ პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითაც ათასობით ადამიანი გადარჩა და ათი ათასობით. რომ ყოფილიყო ისევ ეს მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი ქვეყანაში ძალიან ბევრი, 10 000-ობით ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა მკურნალობას და ამდენი, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, ესაა რეალობა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მისივე თქმით, კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხებიდან თითქმის 6.8 მლრდ ლარი.

 

 

„ჩვენ ძალიან ბევრი დახმარება გამოვუყავით კერძო კლინიკებს, მთელი ეს თანხა წავიდა კერძო კლინიკებში, 6 მლრდ 800 მლნ ლარი და 200 მლნ წავიდა სახელმწიფო კლინიკებში. ამით, რა თქმა უნდა, ფეხზე დადგა ჯანდაცვის სექტორი, ძალიან განვითარდა ბოლო 10 წელიწადში. ესაა ჩვენი ხელწერა. ანუ რა რეალობა დაგვხვდა და რა გვაქვს დღეს არის როგორც დღე და ღამე. ჩვენ მანამდე გახსოვთ, რომ სახელმწიფო რეალურად ადამიანებს, მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, კლავდა და ათას უბედურებას მართებდა, ამის შემდეგ არ მკურნალობდა, მიგდებული ყავდა აბსოლუტურად ბედის ანაბარად რომ იტყვიან. ჩვენ ყველა ეს მიდგომა შევცვალეთ და სახეზე გვაქვს ძალიან მაგარი შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი