7-დან 10 მარტის ჩათვლით მიხეილ სააკაშვილის მენიუ გამრავალფეროვნდა, მერე ისევ შეზღუდა საკვების მიღება და დესტრუქციულ კალორაჟს დაუბრუნდა - კლინიკა „ვივამედის“ ექიმი სოფო მებუკე
27-03-2023, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

7-დან 10 მარტის ჩათვლით მიხეილ სააკაშვილის მენიუ გამრავალფეროვნდა, მერე ისევ შეზღუდა საკვების მიღება და დესტრუქციულ კალორაჟს დაუბრუნდა, – უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ენდოკრინოლოგმა, კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, სოფო მებუკემ.

 


ენდოკრინოლოგის თქმით, ათი თვის განმავლობაში საქმის კურსშია სააკაშვილის მენიუსთან დაკავშირებით და პაციენტი იღებს ბევრად ნაკლებ კალორაჟს, ვიდრე მას სჭირდება წონის შესანარჩუნებლად.

 


„იქიდან გამომდინარე, რომ მე ყოველდღიურად ვითვლიდი კალორიებს, 7-დან 10 მარტის ჩათვლით გამრავალფეროვნდა მისი მენიუ, თუმცა ეს იყო არასტაბილური, ეპიზოდური - მერე ისევ ისე გაგრძელდა, ისევ შეზღუდა და დესტრუქციულ კალორაჟს დაუბრუნდა. დარწმუნების არაერთი მცდელობა, მათ შორის ფსიქოთერაპევტის ჩართვა კალორაჟის გასაზრდელად, უშედეგოა.

 


ოჯახის წევრებს მოაქვთ ის პროდუქტები, რასაც პაციენტი იღებს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რაც მოუტანიათ, ისიც ბოლომდე არ აუთვისებია. მოაქვთ ძირითადად ის, რასაც იციან, რომ შეჭამს და არა ის, რასაც ჩვენ ვეუბნებით და რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მიიღოს. ძალან დიდი კითხვის ნიშნებია, რომ როგორ შეიძლება უფრო რთულად გადასამუშავებელი პროდუქტები იყოს მისთვის კარგად ასათვისებელი, ვიდრე სხვა სასარგებლო. ათი თვის განმავლობაში საქმის კურსში ვარ მენიუსთან დაკავშირებით. ამ მხრივ ახალს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი გრძელდება ძველებურად. ის იღებს ბევრად ნაკლებ კალორაჟს, ვიდრე მას სჭირდება წონის შესანარჩუნებლად.

 


მასთან ბოლო ვიზიტი მქონდა 16 მარტს, როდესაც პირადად შევედი და კიდევ ერთხელ შევთავაზე აღნიშნულ საკითხში პროფესორ ენდოკრინოლოგების ჩართულობა და მოწვევა. აქ იყო დასახელებული 4-5 პროფესორი, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. ის გაღიზიანდა. ჩემი მიზანი იყო აზრთა შეჯერება, მკურნალობის ტაქტიკის შეჯამება, დახმარება. არაერთხელ შევთავაზე პროცესში სხვა პროფესორების ჩართვა და სულ უარს ამბობს. ასევე უარზეა რეაბილიტაციის ჩატარებაზე, როგორებიცაა მასაჟი, ფსიქოთერაპია. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივედით იმ კონდიციამდე, რომ მოხდეს მისი კვებითი მდგომარეობის გაუმჯობესება“,- განაცხადა ენდოკრინოლოგმა სოფო მებუკემ.

 

კომენტარები: 1
#1   Cristine
      
References:


Where can i buy illegal steroids

References:
http://www.qazaqpen-club.kz/en/user/burmagoal0/
1 აპრილი 2026 10:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი