[ვიდეო] შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის შემდეგ, „გასაქცევად გამზადებულ ოლიგარქს“ დაგეგმილი აქვს ბინათმშენებლობა და არაბეთიდან და რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივად ჩამოსახლება
29-03-2023, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ აღნიშნული კლინიკის დანგრევის შემდეგ, „გამოთავისუფლებულ უზარმაზარ სივრცეზე“ „გასაქცევად გამზადებულ ოლიგარქს“ დაგეგმილი აქვს ბინათმშენებლობა და არაბეთიდან და რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივად ჩამოსახლება.

 

 

 


„დღეს უკვე გაკოტრებულ, გასაქცევად გამზადებულ ოლიგარქს დაგეგმილი აქვს ამ ტერიტორიაზე - ეს არის რესპუბლიკის პირველი კლინიკური საავადმყოფო, ჩვენი სამედიცინო, კულტურული, ისტორიული ძეგლი, სადაც მუშაობს ძალიან მაღალი კლასის სამედიცინო პერსონალი - იგეგმება ამ შენონის დანგრევა და გამოთავისუფლებულ უზარმაზარ სივრცეზე ბინათმშენებლობა, სადაც მასობრივად ჩამოასახლებენ არაბეთიდან და რუსეთიდან დიდი ფულის მქონე არსებებს, რომლებიც 2 000 ევროდან ზევით იყიდიან ამ პრესტიჟულ დასახლებაში თავიანთ პენტჰაუზებსა და ვილებს.

 


ჩვენ მივმართავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, სასწრაფოდ ჩამოვიდეს კომისია, რათა ადგილზე შეამოწმოს ის გენოციდი, რასაც ოლიგარქის რეჟიმი ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის სიცოცხლის სადარაჯო ამ სახელოვან ობიექტზე. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რათა გაუქმდეს გადაწყვეტილებები, რომელიც დაკავშირებული იქნება აღნიშნული სივრცის კრიმინალურ ათვისებასთან ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საწინააღმდეგოდ. ხელები შორს ამ ისტორიული ადგილისგან, ამ მართლაც თავდადებული მედიცინის მუშაკებისაგან. ეს უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის, არავითარი რეაბილიტაცია ამ შენობას არ სჭირდება - რეაბილიტაცია და წიხლის კვრით გაგდება სჭირდება ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს, რაც ძალიან მალე მოხდება ქართველი ხალხის ნებით:, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიკოსებმა 27 მარტს საპროტესტო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, რათა უშუალოდ მისგან მოესმინათ მკაფიო პასუხი, თუ რა მოელით მათ იმ შემთხვევაში, თუკი საავადმყოფოს შენობა დაინგრევა.

 

 

პრემიერ-მინისტრი მედიკოსებს არ შეხვედრია, თუმცა მან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი სამედიცინო ობიექტი უნდა აშენდეს და ყველა თანამშრომლის სამუშაო ადგილი შენარჩუნებული იქნება.

 

 

„გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარი არის იმავე ადგილზე და არა სხვა ადგილზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს, ეს მინდოდა მეთქვა ხაზგასმით, ასე, რომ არავითარი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი