თავდაცვის ძალების მეთაური სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო
30-03-2023, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სენაკში, დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაში უწყებათაშორისი სამეთაურო - საშტაბო
სწავლება “ეგრისი 2023’’ მიმდინარეობს. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის
ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე გენერალ-
მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური
გაეცნენ. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში თავდაცვის ძალების სტრუქტურულ
ქვედანაყოფებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფები
მონაწილეობენ.

 

წელს პირველად, თავდაცვითი ოპერაციების მართვის პროცესში ბრიგადის შტაბებს შორის
კოორდინაცია, მართვა და კონტროლი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის (hC2) სისტემის
გამოყენებით ხორციელდება. “ეგრისი 2023” სამ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა უსაფრთხოების
ძალების მხარდაჭერას, მეორე - მაფორმულირებელ ოპერაციებს, ხოლო მესამე ფაზა აქტიურ
საბრძოლო მოქმედებებს ითვალისწინებს. სწავლების მიზანია თავდაცვითი ოპერაციების დროს
ბრიგადის შტაბის ოპერაციების დახვეწა, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის
გაუმჯობესება და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება.

 

 

“ეგრისი 2023” მონაწილეები დეცენტრალიზებული მართვისათვის საჭირო სისტემებისა და
პროცედურების დახვეწაზეც იმუშავებენ. სწავლების ფარგლებში გათვალისწინებულია
სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ოპერაციების ინტეგრირებაც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი