კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებად ემზადება
30-03-2023, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2023-2024 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მისაღებად
ემზადება. ამ მიზნით, სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები საჯარო სკოლების მე-8 და
მე-9 კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. ამ ეტაპზე შეხვედრები
მიმდინარეობს იმერეთისა და სამეგრელოს საჯარო სკოლებში. ლიცეუმის სამხედრო
მოსამსახურეები და კადეტები უკვე შეხვდნენ ზუგდიდისა და ფოთის საჯარო სკოლების
მოსწავლეებს და მათ სასწავლო, სააღმზრდელო, საცხოვრებელი და მიღების პირობები გააცნეს.
შეხვედრის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა  ჩარიცხვის პირობებზე
დეტალური ინფორმაცია მიიღეს და რამდენიმე მათგანმა ლიცეუმში სწავლის სურვილიც
გამოთქვა.

 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ყოველწლიურად ახორციელებს მოსწავლეთა მიღებას. მიიღებიან
მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს  ცხრა კლასს ასრულებენ. მოსწავლემ უნდა გაიაროს
რეგისტრაცია, ჩააბაროს მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში, ასევე გაიაროს
სამედიცინო შემოწმება. რეგისტრაციისას საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს,
როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი
(წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და
წარმოადგინონ ვებ გვერდზე - cadet.mod.gov.ge მითითებული საბუთების ჩამონათვალი.
ლიცეუმში მიღება კონკურსის წესითაა. მოსწავლემ უნდა გადალახოს ზოგად უნარებსა და
მათემატიკაში დაწესებული ჯამური ქულის 30%-იანი ბარიერი და მოხვდეს ჩასარიცხ
მოსწავლეთა რიცხობრივი კვოტის მიხედვით შედეგების მაღალ რეიტინგულ სიაში. გამოცდების
შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები, გაივლიან სამედიცინო
შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით
პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო
მოსწავლე.

 

გასულ წელს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას
დაემატება ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული
სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული
სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის
გამოცდაში 30%-იანი ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი