21 აპრილს Giegling საქართველოში ღონისძიებას საკუთარი გაიდლაინით ჩაატარებს
01-04-2023, 21:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნაკრძალი 2023 წელს Giegling Showcase-ით იწყებს.


Event-ს საფესტივალო ფორმატი ექნება - სტუმრებს ლოკაციაზე, სპეციალური
სივრცეები, საოცარი ხედი, განსაკუთრებული ენერგია, მუხტი და პერფორმანსები
დახვდებათ.

 

საქართველოში 21 აპრილს დაანონსებული ღონისძიებისთვის უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, განათება და აუდიო სისტემის გამართვა, Giegling-ის გაიდლაინის
მიხედვით განხორციელდება.

 

“ამ მხრივ რესურსი და ენერგია არ დავზოგეთ, რათა არტისტების თითოეული
რეკომენდაცია გაგვეთვალისწინებინა და მოგვერგო არსებული რეალობისთვის.
ტერიტორიის შიდა ლოკაცია სრულად იფუთება შესაბამისი მასალით, ხარისხიანი
აუდიო სისტემის დასაყენებლად და უსაფრთოხება მათი მოთხოვნების შესაბამისად
იქნება დაცული.” - ღონისძიების ორგანიზატორი ნინი არდია.


Video link: https://fb.watch/jDVPxOkNNU/

 

Giegling რამდენიმე არტისტის საერთო ისტორიაა, რომელიც დიდი ხნის წინ,
ვეიმარში კლუბის გახსნით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი მის გარშემო
შეკრებილი მეგობრების მსოფლიო დონის ლეიბლად იქცა.

 

მსმენელისთვის “Giegling”-ი შეგრძნებაა, რომელშიც ნოსტალგიის განცდა ცოცხლდება;
მიდგომაა, რომლის ადაფტირებაც ყველაფერში შესაძლებლებელია.


“Giegling” ელექტრონული მუსიკის სფეროში თავისი გამორჩეული სტილით იქცა
ყველასთვის ცნობილ ლეიბლად.


Lineup:

Leafar Legov live
Konstantin
Lawrence
Gio Shengelia
Lawrence B2B Leafar Legov B2B Konstantin

 

Event link: https://fb.me/e/Pa5aQ9oL

 

Credits
Event-ს განათების სისტემით უზრუნველყოფს Sound Group
Event-ს აუდიო სისტემით უზრუნველყოფს FUNKTION-ONE RENTAL GEORGIA
უსაფრთხო გართობის ხელშეწყობის მიზნით ივენთამდე ჩატარდება “მანდალა-ს
workshop. (დასაწყისი 21:30 სთ)

 

მთაწმინდის საბაგიროთი სარგებლობის საშუალება სტუმრებს 24 საათის
განმავლობაში ექნებათ

21 აპრილს, თბილისი
მთაწმინდის პარკი, კლუბი ანდერვილი
Let’s lost in paradise together

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი