თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯი თანამშრომლობას იწყებენ
02-04-2023, 21:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველო და დანიის სამეფო თავდაცვის სფეროში პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან.
დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები
თანამშრომლობას სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით აძლიერებენ. აღნიშნული
თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIBS) და
დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ერთობლივი
პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების
ორგანიზებას ითვალისწინებს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს კვლევების ჩატარებასა და
აკადემიური პროგრამებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. თავდაცვის
ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მხრიდან დოკუმენტს ხელი სკოლის დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ, დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯის
მხრიდან კი, ომისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ნილს პოლსენმა
მოაწერეს.

 


ნატოს მიერ აკრედიტებული რეგიონში ერთადერთი სასწავლო დაწესებულება ცოდნისა და
გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებასთან
აქტიურად თანამშრომლობს. პარტნიორებმა სკოლას განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი
პრაქტიკული და მატერიალური დახმარება გაუწიეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი