რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებით, თურქეთი რუსეთის ნომერ პირველი მტერია და ამიტომ უნდა ეშინოდეს რუსეთის. აღნიშნული განცხადება ჟირინოვსკიმ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში გააკეთა.
„ისინი ახლა განსაცდელში არიან. არც პრეზიდენტმა, პრემიერმა და გენშტბმა არ იცის, რა მოხდება. მე მათ ადგილას გამანადგურებელი დარტყმის შემეშინდებოდა. თურქეთის პრეზიდენტის ერთი უგუნური ქმედება და შესაძლოა, ქვეყანამ საერთოდ აღარ იარსებოს. ის შეიძლება განადგურდეს ბირთვული რაკეტით, სტამბოლის განადგურება ძალიან ადვილია: მხოლოდ ერთი ატომური ბომბი სრუტეში და მორჩა. ისეთი საშინელი წყალდიდობა იქნება, წყლის დონე 10-15 მეტრს მიაღწევს და ქალაქიც აღარ იარსებებს, იქ კი 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“ - აღნიშნა რუსმა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, თურქეთის მოკავშირე ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ ყველაფერში არ ჩაერევიან, რადგან არ სურთ „ბირთვული ცეცხლით განადგურდნენ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.