[ვიდეო] ვილნიუსში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
03-04-2023, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

 


ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ლიეტუვის და საქართველოს სახელმწიფო დროშებს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედას თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინა.

 


დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმართა წიგნში.

 

 

 


„ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ლიეტუვაში კვლავ ჩამოსვლა. ეს ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღრმა მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენს ორ დიდ ერს ერთმანეთთან აკავშირებს. მსურს, ქართველი ხალხის სახელით, გულითადი მადლიერება გამოვხატო ლიეტუვას მიმართ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის და იმედს გამოვთქვამ, რომ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება ჩვენი ძლიერი პარტნიორობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 


საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.

 


ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი