დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ოლიგარქია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და კეზერაშვილის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან გადაცემა „დროებაში“ გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, დავით კეზერაშვილი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს,
თუმცა ეს ყველაფერი არ არის საჯარო და არც ის არის ცნობილი, ამას რა
ფინანსებით აკეთებს.
„კეზერაშვილმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ არის ოლიგარქი. ის აფინანსებს
გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, დაჯგუფებებს. რა ფულით აკეთებს ამას, ეს
გაუგებარია. ასევე, გაუგებარია ის, რომ თუ პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას
იღებენ, ეს რატომ არ არის საჯარო და დეკლარაციაში ასახული. ვფიქრობ, რომ
შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული
განცხადებებით და უნდა დაიწყონ მოკვლევა.
კეზერაშვილი გადაცემაში ჰყვებოდა, რომ 2012 წლამდე ბიზნესები მქონდაო. ამ
დროს იყო კონკრეტულ თანამდებობებზე. ჟურნალისტს არ გაუჩნდა იმის განცდა,
რომ უბრალოდ შეკითხვა დაესვა, საიდან, როგორ ჰქონდა ბიზნესები. ყველაფერი
ნათელია. ქართველები გონიერები არიან და ყველა ყველაფერს ხვდება“, - აღნიშნა
კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.