ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად არჩევას ეხმაურება. ექსპრემიერის თქმით, შოთაძის კანდიდატურა მისთვის მისაღები და მოსაწონია.
„უნიკალური და უმწიკლო ვერავინ ვერ იქნება. ვფიქრობ, კარგი კანდიდატურაა ბატონი შოთაძის სახით. მთავარი აქ პიროვნება არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ რეფომრებს ვატარებთ. მთავარი არ არის არც ის, რასაც აკრიტიკებენ - პროკურორის არჩევის წესი. ამბობდნენ, რომ ასეთი წესით არ უნდა მომხდარიყო მთავარი პროკურორის არჩევა. ამ პროცესში მთავარი გახლავთ ის, რომ ის კაცი არჩეულია და მას 6 წელი ვერავინ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი. ვფიქრობ, რომ პროცესები რაც საქართველოში მიმდინარეობს, ძალიან მიზანმიმართული და სწორია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე, პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას, შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.