საჯარისო დაზვერვის ოფიცრებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრში აერომობილური სწავლება დაასრულეს. სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მუხროვანის ბაზაზე მიმდინარეობდა, სადაც მსმენელებმა საპარაშუტო და აერომობილური მომზადება გაიარეს.
კურსის დასრულების ცერემონიალი მუხროვანში გაიმართა, სადაც კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ გადასცა. ცერემონიალს დაზვერვის სასწავლო სკოლის ხელმძღვანელები პირები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.