ლელა ჩიქოვანი ბალტიის ქვეყნების ელჩებს შეხვდა
04-04-2023, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა ედიტე მედნეს, ანდრიუს კალინდრასა და რიინა კალიურანდს საქართველოს მრავალწლიანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დამყარებულ, განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის, მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე სამ სტრარეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანასთან თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებული მრავალფეროვანი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის წვლილსაც, გაწეულ პრაქტიკულ მხარდაჭერასა და ექსპერტების ჩართულობას. მხარეებმა რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ რთულ გარემოსა და მზარდ საფრთხეებზეც იმსჯელეს.

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა დიპლომატებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია და 2020-2030 წლების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი