ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო
05-04-2023, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

 


პრემიერი თანაგრძნობას უცხადებს ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას.

 


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.

 

 

ჯამლეტ ხუხაშვილმა, როგორც ყველასათვის საყვარელმა და ცნობილმა სპორტის კომენტატორმა, სახელი გაითქვა თავისი გამორჩეული სტილის დამსახურებით. მის სახელს უკავშირდება როგორც პირადი წვლილი ქართული სპორტის განვითარების საქმეში, ისე მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

 


ჯამლეტ ხუხაშვილი ასევე იყო ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების დიდი ქომაგი და თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი.

 


თანაგრძნობას ვუცხადებ ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი