პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე „მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა“ უწოდა და თქვა, რომ „ეს კატეგორიულად მიუღებელია“.
„ამ თემასთან დაკავშირებით საელჩოს ვებგვერდზე დაიდო ე.წ. ხშირად დასმული კითხვები და ერთ-ერთი კითხვა ეხება იმას, თუ რამდენად გაუზიარებენ დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს იმისათვის, რომ დაიწყოს გამოძიება და პირდაპირ წერია, რომ არა-არ გაუზიარებენ. საკუთარი ინფორმაციის მიხედვით უნდა აწარმოოთ გამოძიება, ეს არის პასუხის შინაარსი.
ანუ იციან, რომ დანაშაული ჩადენილია, ამას ხომ ამბობენ, აბა კორუფცია რა არის - პირდაპირ დანაშაულში ბრალდებაა ხომ? და პირდაპირ წერენ, რომ არ გაუზიარებენ. საზოგადოება ბუნებრივია ყველაფერს აანალიზებს. რანაირად შეიძლება დანაშაულზე გქონდეს ინფორმაცია და ელემენტარულად ინტერესი არ გქონდეს, რომ საზოგადოებას მაინც გაუზიარო ეს ინფორმაცია. აქედან ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე. ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა და ეს პირველი მცდელობა არ არის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. 2012 წელს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც ხორციელდებოდა უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ამის დაბრუნებას ვერ დავუშვებთ ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს - იქნება ეს „ნაცმოძრაობა“, უცხოელი აგენტები, „ენჯეოები“ თუ ნებისმიერი სხვა. ამას ვერ დავუშვებთ, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოში და მით უმეტეს, ვერ დავუშვებთ რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ხელით ისევ სასამართლოს სისტემის მართვას, ეს გამორიცხულია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.