ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს - დღის სინათლეზე გამოსვლა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის აღიარება და საკუთარ თავზე აღება, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის „ჩარეცხვა“.
„წამზომი ჩაირთო. მანევრი აღარ აქვს. ერთადერთი შანსი - დღის სინათლეზე გამოსვლა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის აღიარება და საკუთარ თავზე აღება, ორირაკლის ჩარეცხვა, განვითარების ვექტორის შემობრუნება, 12 პუნქტის ყველაზე რადიკალური ფორმით შესრულება. შესაბამისად, მის ხელში სტატუსის მიღება. 2024-ში სანიმუშო არჩევნების ჩატარება.
არა თუ ტელეფონს ავიღებ, თვითონ დავურეკავ…“- წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.