დავით არახამია: ეს არის აშშ-ის ბოლო გაფრთხილება ოლიგარქ ივანიშვილისთვის, რომელიც ყველა წითელ ხაზს კვეთს და უკანონოდ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას
06-04-2023, 11:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი დავით არახამია „ტელეგრამარხზე“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ბიძინა ივანიშვილის მიმართ „ბოლო გაფრთხილებაა შეერთებული შტატებიდან“.

 

 

„ბოლო გაფრთხილება შეერთებული შტატებიდან ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ოთხ ქართველ მოსამართლეს, პირველად, შეერთებულმა შტატებმა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ყველა წითელ ხაზს კვეთს და უკანონოდ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას.

 


ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს კარგად არ დასრულდებოდა. პირველ ჯერზე არ შეისმინეს. იმედია, ახლა შეისმენენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უშუალო ბიზნესგარემოს შესახებ, რომელიც თავისი სტრუქტურების საშუალებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც შეიძლება ველოდოთ სიახლეებს“, – წერს დავით არახამია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი