დღეს ბობოლა „ქოცების“ ოჯახებში გაჩნდა ეჭვი ივანიშვილის მიმართ და „თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“ ამუშავდა: „ის კი უშველის თავს და... ჩვენ?!“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
„ამერიკის მიერ სასამართლო კლანისა და მათი ოჯახის წევრთა დასანქცირება გარდამტეხი პოლიტიკური გზავნილია, რომლის მნიშვნელობა ბევრად სცდება კონკრეტულ, დასანქცირებულ პირებს.
ეს არის გზავნილი იმ 78 დეპუტატის მიმართ, რომლებმაც ერთი თვის წინ რუსული დავალება შეასრულეს. მათი ოჯახის წევრების მიმართაც, დასავლეთში რომ ხარჯავენ ღმერთმა უწყის რა გზით ნაშოვნ ფულს.
ეს არის ქართველი ხალხისა და ჩვენი ისტორიული არჩევანის მხარდაჭერა რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოში ივანაშვილის რეჟიმი განასახიერებს.
ეს არის გზავნილი ალუდა ღუდუშაურისთვის, რომელიც ცოლს ამერიკაში აგზავნის შვილების გასაჩენად. იმისთვის, გუშინ რომ ყელყელაობდა - შემომხედეთ, მე ვარ, ბიჯო, მოღალატეო? კი, შენ ხარ. და შემოგხედეს კიდეც, ჯიგარო. აწი, კააარგად დაფიქრდები, სანამ ივანიშვილის დავალებით კიდევ რამეს დააჭერ.
ეს არის საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, რომელსაც მიზანმიმართულად ანგრევს რუსული ოცნება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
ეს არის კომისარი წულუკიანის „მართლმსაჯულების რეფორმათა ტალღებზე“ დამსახურებული დასკორვა...
ალბათ „ტვ ნაძეჟდას“ ეთერში რომელიმე რიგითი მოროშკინა იტყვის, გვკიდია ჩვენ ამერიკის ვიზებიო. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მამალი ტყუილი იქნება. თუ რამე არ კიდიათ, ეგაა.
დღეს ყველაზე მეტად კოლექტიური ანოუკი ფიქრობს, რითი მორთოს საახალწლო ნაძვის ხე, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა. ან, რომ მორთავს, მერე რა უყოს ასდოლარიანებს - მართლა ბარნაულში და ასტრახანში ხომ არ დახარჯავს?
დღეს ბობოლა „ქოცების“ ოჯახებში გაჩნდა ეჭვი ივანიშვილის მიმართ და „თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“ ამუშავდა:
„ის კი უშველის თავს და... ჩვენ?!“
ის რომ თავის შველას ცდილობს, სალომე ზურაბიშვილის ყოველი გამოსვლაც ადასტურებს.
მოკლედ... დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს! –
სწორ გზაზე ვართ და გავიმარჯვებთ“, - წერს ზაზა ბიბილაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.