ბერდია სიჭინავა: სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი
06-04-2023, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომელმაც განცხადებას პარტიის სახელით გააკეთა.

 


„ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება „სასამართლოს კორუფციული სინდიკატის“ წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

 


ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ამ პერსონებს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს წინაშე ეკისრებათ.

 


ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ სანქციების დაწესება, რა თქმა უნდა, არავისთვის წარმოადგენს პოზიტიურ, სასიხარულო ინფორმაციას, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და რეპუტაციული ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, სწორედ ჩვენი მოქალაქეების დაცვას და მხარდაჭერას, სასამართლო სისტემაში მომუშავე კეთილსინდისიერი, ღირსეული მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, ქვეყანაში დემოკრატიის და ჩვენი მომავლის გადარჩენას ემსახურება.

 


ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე.

 


ახლა, არ არის ემოციური რეაგირებების დრო, გონივრული პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი. ყველაზე მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, ხელისუფლებამ მომდევნო, ირაციონალური, ვიწროპარტიული და 1 ადამიანის ინტერესებით ნაკარნახები ნაბიჯებით, კიდევ უფრო არ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საწყის ეტაპზე გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ:

 


1. შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან;

 

 

2. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ჩვენ მიერ დაინიცირებული ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. „ორმაგი 2/3-ის“ პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით.

 


3. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც წარიმართება ინკლუზიურად, ყველა დაინტერესებული აქტორის ჩართულობით.

 

 

ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, კონცენტრირდეს ჩამოთვლილ საკითხებზე და მოახდინოს მათზე მყისიერი რეაგირება!“ - განაცხადა გიორგი გახარიას თანაპარტიელმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი