თავდაცვის მინისტრმა გენერალ მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
06-04-2023, 14:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი გენერლის
მშობლიურ სოფელში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მიაგო. ჯუანშერ ბურჭულაძე
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-
მუზეუმს ესტუმრა და ეროვნული გმირის ღვაწლი და საქართველოს წინაშე მისი დამსახურება
კიდევ ერთხელ გაიხსენა.

 

მინისტრმა მუზეუმს საჩუქარად გენერლის პორტრეტი გადასცა. თავდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლებმა მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის ნივთები, მის ცხოვრებასა და
მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალაც დაათვალიერეს.

 

საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს
დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაიბადა. გენერალ მაზნიაშვილს
საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 მაისს მიენიჭა. გენერალ გიორგი
მაზნიაშვილის სახელი ეწოდა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს,
რომლის მშენებლობა ამჟამად კრწანისში მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი