საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველ ბრიგადაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
07-04-2023, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მინისტრის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

 


უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბაზაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ. ბრიგადის ტერიტორიაზე სამსართულიანი ყაზარმისა და საყარაულო შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამსართულიან ყაზარმას უტარდება რეკონსტრუქცია, რაც მოიცავს იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, კერამიკული ფილების მოწყობას, განათების სისტემებისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას. სტუმრებმა დასრულებული სპორტული დარბაზიც დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია სამი მულტიფუნქციური სტადიონის მოწყობა და სამსართულიანი ყაზარმის მშენებლობა.

 


ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამხედრო ბაზებზე ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი