კახა კალაძე: მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას სკვერის მოწყობის თაობაზე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ
08-04-2023, 17:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას სკვერის მოწყობის თაობაზე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა.

 


მისი თქმით, საუბარია პირველი კლასის მშენებლობაზე, კერძოდ, ლანდშაფტური სივრცის მოწყობაზე.

 


„მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო განცხადება ნებართვაზე პირველი კლასის მშენებლობაზე, რაც არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხიც იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 


რაც შეეხება ვარაუდს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობა უკავშირდება დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის მერის თქმით, ამ თემით მანიპულაციები ხშირია.

 


„ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემით. მე მახსოვს, როდესაც დავიწყეთ პარლამენტის შენობის წინ არსებული სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება და გალამაზება. ამაში ცუდი არაფერია. კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ ეს რაიმესთან დააკავშირონ. ერთი მეუბნებოდა, რომ რიკოთის უღელტეხილი თურმე იმიტომ ჩაგვიკეტავს, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, - განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი