საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ახალციხესა და ვაზიანში გარბენი გაიმართა. აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ახალციხეში, ხოლო მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.
მარათონს თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებიც შეუერთდებიან და დისლოკაციის
ადგილების მიხედვით დასახლებულ პუნქტებში გარბენებს განახორციელებენ. სპორტული
ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და
სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.