ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით, ისინი მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომლებიც ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოსამართლეს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს მოსამართლეების დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
„ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, ყველა მოსამართლეს, თქვენი საქმიანობისთვის. ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს სასამართლო რომ გვაქვს კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან თავისუფალი, ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი გუნდის დამსახურება და რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინოსა და მოსამართლეების დამსახურება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.