ირაკლი ღარიბაშვილი ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით პარიზში გაემგზავრება
28-11-2015, 08:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ, ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მიიღებს მონაწილეობას.

 


პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთს ხვალ ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაური პატივს მიაგებს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

 


30 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა, ასევე დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

 


კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე უმასპინძლებს, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, COP21-ის თავმჯდომარემ, ლორან ფაბიუსმა ერთობლივად მიიწვიეს.

 


"კონფერენციაზე უნდა დაიდოს ამბიციური და მდგრადი მსოფლიო შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს, მსოფლიოში ტემპერატურის მატება 1,5-2 ჩ◦-ის ფარგლებში შენარჩუნდეს და ამრიგად, მომავალ თაობებს უკეთესი მომავლის პერსპექტივა შეექმნათ. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა და მსოფლიოს მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მრავალი წლის წინ დაწყებული დისკუსიები წარმატებით დაგვირგვინდება. საფრანგეთს, რომელიც ამ კონფერენციის თავმჯდომარე იქნება, თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ღირსეული შედეგის მისაღწევად. მოლაპარაკებებისთვის ძლიერი და საბოლოო პოლიტიკური იმპულსის მიცემის მიზნით, გიწვევთ, პირადად მიიღოთ მონაწილეობა პარიზის კონფერენციის გახსნის ცერემონიაში, 2015 წლის 30 ნოემბერს", - ნათქვამია ფრანსუა ოლანდის და ლორან ფაბიუსის მოწვევის წერილში, რომელიც ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი