ნიკა გვარამია: ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, რომელიც, თუ არ მეჩვენება, „მოულოდნელად“ აკიაფდა ჰორიზონტზე
12-04-2023, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, რომელიც, თუ არ მეჩვენება, „მოულოდნელად“ აკიაფდა ჰორიზონტზე,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ფეისბუქში“ წერს.

 


„ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კენიისა და ბაობაბების ამბავი. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. რა ინფორმაციაც ჩემთვის ხელმისაწვდომია საკანში, იმის მიხედვით ორი ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულის ნიშანია: ერთი - ეკოლოგიურის, რომელიც კონვენციურია მაღალი ალბათობით და უნივერსალური იურისდიქციის. მეორე - საერთაშორისო კორუფციის, რაზეც, მაგალითად, აშშ-ს სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები აქვს დაწესებული - ხისტი, მკაცრი, მყისიერი ეფექტის მქონე.

 


აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეკოლოგიის კონტექსტი ახლა ისეთი ამომავალი ტრენდია მსოფლიოში, რომ ამ მხრივ დადგენილი დარღვევები, სულ რომ რაიმე ინტერესი აღმოჩნდეს საპირწონედ, რთულად წარმომიდგენია რომ მიიჩქმალოს. ეს მიმართულება უკიდურესად სენსიტიურია მწვავე რეაგირების თვალსაზრისით. ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრაქტიკულად, ვერანაირი გეოპოლიტიკური თუ სტრატეგიული ინტერესებით ვერ აბალანსებენ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო აქტორებიც კი.

 


ასე რომ, ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, რომელიც, თუ არ მეჩვენება, „მოულოდნელად“ აკიაფდა ჰორიზონტზე“- წერს გვარამია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი