ერდოღანი "დამწუხრებულია" რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და ისურვებდა, რომ ეს არ მომხდარიყო. ამის შესახებ BBC წერს.
თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ერდოღანს ჯერჯერობით არ მოუბოდიშებია. მან რუსეთი "ცეცხლთან თამაშში" დაადანაშაულა.
პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქეთმა თავის მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტის თავშეკავებისაკენ მოუწოდა, თუ კი ამის გადაუდებელი საჭიროება არ იარსებებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.