რომან გოცირიძე: თუ რადიკალურად არ შეიცვალა მდგომარეობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგი დაშლა არ ასცდება
13-04-2023, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ნაციონალურ მოძრაობას“ რთული დრო უდგას. თუ რადიკალურად არ შეიცვალა მდგომარეობა, მას მორიგი დაშლა არ ასცდება და ეს გიორგი ბარამიძემ იცის ყველაზე კარგად, რომელიც ძალიან ცდილობდა (ახლა არ ვიცი), რომ ეს არ მომხდარიყო, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს, რითაც ბარამიძის სოციალურ ქსელში მისი მისამართით გამოქვეყნებულ კომენტარს პასუხობს - „რომან, არ ვაპირებ დისკუსიაში შემოსვლას (სხვა ბევრად მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს), შენი მხრიდან ამის საუბარი, ძალიან უხერხულია“ - დაწერა ბარამიძემ.


„არ ვაპირებდი ამ კომენტარზე პასუხის გაცემას, რომ არა მისი ავტორი გია ბარამიძე. რა კრიტიკული შენიშვნაც გამოვთქვი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, სწორედ რომ გია ბარამიძის და სხვა ამ პარტიისათვის მართლაც რომ თავდაბული ადამიანების მხარდაჭერას ითვალისწინებდა. არ იქნება მოგვარებული ეს საკითხი-მომავალ პარლამენტში გია ბარამიძე კი არ იქნება, არამედ იქნებიან ადამიანები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, გიაზე ნაკლებად იმსახურებენ ამას.


ავხსენი პარტიიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი რაც შეიძლება დელიკატური ფორმით და დახურულად ჩავთვალე ეს თემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი ჩავარდა, გაღიზიანებულმა გამოვთქვი ჩემი „დამატებითი“ აზრი.

 

ისევ რომ დავუბრუნდეთ საათქმელს. ამ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა 36 კაცი, აქედან ოცამდე არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ესეც დასაშვებია, თუ გარედან კვალიფიციური, საპარლამენტო მუშაობისათვის გამოსადეგი ადამიანების მოზიდვას ემსახურება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო. რატომ არ მოხვდა საპარლამენტო სიაში გია ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური, მურთაზ ზოდელავა, ზურაბ მელიქიშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც დღე და ღამეს ათენებდნენ პარტიაში და ფიზიკურადაც კი უწევდათ მისი დაცვა (სათაო ოფისის შტურმი გაიხსენეთ). ხუთმა კაცმა პარლამენტი რომ დატოვა და ვერცერთი საგამოძიებო კომისია რომ ვერ შეგვიქმნია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, ნაწილობრივ ამ ხალხის პასუხისმგებლობაცაა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ იმ ხუთის ნაცვლად წესით ახალი ხუთი უნდა შემოსულიყო. გადახედეთ სიას - ხუთივე გამოცდილი ადამიანია რიგში, რომლებიც პარლამენტს გააძლიერებდა. რატომ ვერ შემოდიან? ამაზე დიდი სისულელე გინახავთ, რომ საკუთარი საპარლამენტო სია გააუქმო? ამ კომიკურ ბოიკოტობანას თამაშზე არაფერს ვამბობ. სხვათა შორის, გია ბარამიძე არც ამ ხუთეულშია და კიდევ ხუთმა რომ დატოვოს პარლამენტი, ზემოთ ნახსენებ პირთა უმეტესობას არც მაშინ მოუწევს.


„ნაციონალურ მოძრაობას“ რთული დრო უდგას. თუ რადიკალურად არ შეიცვალა მდგომარეობა, მას მორიგი დაშლა არ ასცდება და ეს გიამ იცის ყველაზე კარგად, რომელიც ძალიან ცდილობდა (ახლა არ ვიცი), რომ ეს არ მომხდარიყო.


და ბოლოს, გიას ვურჩევ, ეს პოსტი შეინახოს, მომავალ პარლამენტში სიის ფორმირებისას შეიძლება გამოადგეს. რაღაც დეჟავიუს შეგრძნება მაქვს.


იმათ გასაგონად კი ვიტყვი, ვინც შემოკომენტარდება ხოლმე და მიაწერს - მაშინ რატომ არ ამბობდიიიით! ვამბობდი და თანაც როგორ. პარტიაში რაც ითქმება, ყველაფერი გარეთ არ გამოდის. ამას პარტიული დისციპლინა ჰქვია. როცა თმენის რესურსი ამოიწურება, მაშინ უკვე გამოსავალს სხვა გზაში პოულობ. ასეთია პარტიული ცხოვრება.


„ნაციონალურ მოძრაობას“ კი ვუსურვებ კრიზისის დაძლევას და არჩევნებისთვის კარგად მომზადებას, რადგან მათი წარმატების გარეშე ეს რეჟიმი ვერ იცვლება ანუ კოალიციური ხელისუფლება ვერ იქმნება.


კითხვებს და კომენტარებს აზრი არა აქვს. ჩათვალეთ, რომ საკითხი ამოწურულია. იმაზე მეტი ვთქვი, რაც ცოცხალ პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ითქვას. ასეთ რამეებს მემუარებში წერენ. ჩემს მემუარებში იხილეთ მერვე ტომში“, - წერს რომან გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი