სამხედრო მოსამსახურეები სკოლებში თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ
14-04-2023, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ მოსწავლეების
ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით, სამხედრო
მოსამსახურეები მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით 700-მდე სკოლას
ესტუმრნენ.

 


პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების, წვრთნებისა და სამხედრო
განათლების სარდლობის წარმომადგენლები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო
სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. ჯარისკაცებმა მათ თავდაცვის ძალების
ისტორიის, ამოცანის, შემადგენლობის, ღირებულებების, საქართველოს ეროვნული გმირების
შესახებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს და მოსწავლეების შეკითხვებს
ამომწურავი პასუხები გასცეს.

 


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოზარდები და ახალგაზრდები
განსაკუთრებით თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამსახურის ფორმებით, სამხედრო
განათლების მიღების შესაძლებლობებითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით,
ეროვნული სამხედრო მრეწველობით, ნატოსა და საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან
თანამშრომლობის საკითხებითა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეებით
დაინტერესდნენ. მათი კითხვები შეეხებოდა, ასევე, ჯარისკაცის დღის წესრიგს,
ქვედანაყოფებში არსებულ ინფრასტრუქტურასა და პირობებს, კარიერული წინსვლის
შესაძლებლობებს, სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრების ურთიერთშეთავსებასა და ზოგადად,
სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი