თავდაცვის მინისტრმა პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი არავისთვის არ არის.
„ჩვენ ყველა ვიაზრებთ, რომ პოლარიზაცია არავისთვის არ არის სასურველი მდგომარეობა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები, კატეგორიულად მოაზროვნეები. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებს, როგორიცაა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები. მე შემიძლია მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.