"გმირები არ კვდებიან", - ასე დაემშვიდობნენ უკრაინაში გარდაცვლილ დავით ყიფიანს კიევში ევროპის მოედანზე შეკრებილი პროტესტანტები. საქართველოს მოქალაქის, დავით ყიფიანის ცხედარი დღეს ევრომოედანზე დაასვენეს და პატივი მიაგეს.
დავით ყიფიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და გავრცელებული ინფორმაციით იგი კიევში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, თუმცა უკრაინაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების თანახმად დავით ყიფიანის გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა და მისი გარდაცვალების მიზეზად კლინიკური სიკვდილი დასახელდა.
დავით ყიფიანს საქართველოში ამაღამ ჩამოასვენებენ. უკრაინაში საქართველოს კონსულის კონსტანტინე საბიაშვილის განცხადებით, ყიფიანის ცხედრის გადმოსვენება 00:00 საათზე იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.