თბილისის საკრებულოს პრეს-სამსახურის განცხადებით, "ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი და მასზე დაყრდნობით, რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დამახინჯებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის საკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია". საკრებულოს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ "ეს არის აბსოლუტური სიცრუე".
"გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბენეფიციართა კვება წლების განმავლობაში რეგულირდება "დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო სასადილოებით მომსახურეობის შესყიდვის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის N 33.46 დადგენილებით, სადაც კვების რაციონი ექსპერტთა მიერაა განსაზღვრული. რიმა ბერაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის განკუთვნილი უფასო სასადილოების მუშაობაზე, ბენეფიციართა კვებაზე, კალორიულობაზე, მონიტორინგზე და სატენდერო პირობებზე საუბრობდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტთან საუბარში, საკრებულოს დეპუტატის რიმა ბერაძის მიერ ნათქვამი ფრაზა: "ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია" - საკვების კალორიულობასა და სერვისის მონიტორინგს ეხებოდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 3 940 000 ლარით გაიზარდა. "სამწუხაროა, რომ რიგმა მედიასაშუალებებმა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს", მიაჩნიათ საკრებულოში.
თბილისის საკრებულო იმ მედია-საშუალებებს, რომელთაც არ მოახდინეს "ფრაგმენტულად ამოღებული ინფორმაციის ტირაჟირება", მადლობას უხდის.
"მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ფრაგმენტულად ამოღებული ინფორმაციის ტირაჟირება არ მოახდინეს და ინფორმაციის დასაზუსტებლად, ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, თბილისის საკრებულოს შესაბამის სამსახურს მიმართეს", - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.