განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად გია მურღულია დანიშნა
18-04-2023, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

 


გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი გია მურღულია გაუწევს.

 


აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

 


გია მურღულიას განათლების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს ის გახლდათ პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა. ცნობილი ფილოლოგი, პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა. გია მურღულია ასევე არის არაერთი საგანმანათლებლო გამოცემის, პროექტისა და პროგრამის ავტორი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი