მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში დღეს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილებს ახალ ლუსკუმაში გადააბრძანებენ.
სამთავროს ფერიცვალების სახელობის ტაძარში ამ წუთებში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
მცხეთაში მომლოცველთა დიდმა ნაწილმა მოიყარა თავი. წირვის დასრულების შემდეგ წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილებს ძველი ლუსკუმიდან ახალ, მისთვის საგანგებოდ მომზადებულ სარკოფაგში გადააბრძანებენ.
სარკოფაგი ირანიდან ჩამოტანილი ონიქსის ქვისგან არის დამზადებული და მასზე მოქანდაკე ჯონდო აფრიდონიძის ჯგუფი მუშაობდა, ხოლო ქვის კამარაზე - მოქანდაკე პაატა გიგაურის ჯგუფი. ტაძარში შეკრებილთ საშუალება ექნებათ წმინდა ნაწილებს თაყვანი სცენ და მოილოცონ.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა.
მამა გაბრიელს წელიწადში ორჯერ მოიხსენიებენ - 2 ნოემბერს, მისი აღსრულების დღეს და 20 თებერვალს, წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების საფლავიდან ამოყვანების დღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.