19 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემასთან მიმართებაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის კვორუმი არ შედგა
19-04-2023, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

19 აპრილის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია კვლავ არ გაიარეს; შედეგად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვროუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ისევ არ შედგა.

 


როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, უმრავლესობის დეპუტატებმა კვლავ გამოხატეს მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და გამოუცხადეს სოლიდარობა ქართველ მოსამართლეებს.

 

 

„ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის, სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს მიღწევა რამე ფორმით დაჩრდილოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დადგენილების პროექტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი