ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის ორგანიზებით, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ.ახალქალაქში მდებარე Xl საუკუნის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქის მერის პირველმა მოადგილემ, თეიმურაზ მჭედლიძემ და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებმა, ასევე, მერიის სხვა სამსახურების თანამშრომლებმა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი ტიპის აქციები ხშირად იმართება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.