22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში „ახალქალაქი ჰესის“ გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში, 220 ცალი ნერგი დაირგო, საიდანაც 100 ცალი ნერგი კაუჭა ფიჭვია, 70 ცალი - იფანი, 50 ცალი კი, ნეკერჩხალი.
აქცია, რომელსაც „ახალქალაქი ჰესი“ ახორციელებს სამ წელზე იყო გათვლილი (2021 – 2023 წწ.) და გარემოს გამწვანებას ისახავს მიზნად. აქტივობა დედამიწის საერთაშორისო დღის ფარგლებში ტარდებოდა, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
ახალი ნერგები დაირგო ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2 ჰიდროელექტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე, 50 ცალი ნერგი, როემლიც კომპანიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადასცა, ახალქალაქი-კარწახის და ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილებზე დაირგო. ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიის თანამშრომლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
„წელს დავასრულეთ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის მიერ ინიცირებული გამწვანებისა და რეკულტივაციის სამწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჯამში დავრგეთ 1675 ცალი ნერგი. მოხარულნი ვართ, რომ ნერგების ბუნებასთან შერწყმის პროცესი უმეტეს შემთხვაში კარგად წარიმართა და ამისთვის დიდი მადლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ამ ნერგების მოვლა-პატრონობას“, - აცხადებენ „ახალქალაქი ჰესში“.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.