თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კამპუსის პროექტირების კონკურსი ცხადდება. ახალი შენობა, რომელსაც სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულება ექნება, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.
ახალი ინიციატივა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს სიმბოლურად ივანე ჯავახიშვილის იუბილეზე წარუდგინა. მისი თქმით, ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის აშენებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის ცხადდება ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფცია უნდა შემუშავდეს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტისა და მახასიათებლების გათვალისწინებით. გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია. საპროექტო სამუშაოს შესრულების ვადა დაიყოფა 4 ეტაპად. კონკურსის დასრულების საბოლოო ვადა 10 ივლისია.
დამატებითი საკონკურსო დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.