პრემიერი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს - თანხაზე არ არის საუბარი, მაგრამ თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოსი
24-04-2023, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაც შეეხება ამ კონკრეტულ მედიკამენტს, სამწუხაროდ მიწევს ვრცელი კომენტარის გაკეთება, მიუხედავად ამ კომპეტენტური კოალიციური განმარტებებისა არ არის საკმარისი და საჭიროებს პოლიტიკურ ახსნა-განმარტებას. თქვენ, იცით რომ ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას. გესმით ხო რა მარტივად არის საქმე. ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება.

 

„დიდი ბრიტანეთი, მეორე უზარმაზარი სახელმწიფო და მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო თუ არ ვცდები ამ პროგრამის დაფინანსება, პირველ რიგში იმან შეაჩერა.

ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამაზე. აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი მაგრამ, ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ის ქვეყანა თავად ჯერ არ აფინანსებს. ასევე ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, ვეყრდნობით მათ გაიდლაინებს, მათ ინსტრუქციებს, მითითებებს.

რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება.

 

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, მე მინდა ბოლოს ვუთხრა, რომ ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო, თანხაზე არ არის საუბარი, შეიძლება იყოს 10-მლნზე საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, და უფრო ცუდად წავიდეს საქმე, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, ანუ სახელმწიფოს, მთავრობის, რაც რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა რომ მოხდეს.

 

ამიტომ, საჭირო არის ცოტა მოცდა, დრო გვჭირდება, მინდა მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, სამინისტრო არის მზად რომ ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა. დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება.

 

 

მთელ მსოფლიოში, 200 ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას, ჩვენ გვეუბნებიან, 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც არის დაუშვებელი. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ ამ 10 მლნს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და რა თქმა უნდა ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრს და აზრებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერმა მიმართა ფარისეველ პოლიტიკოსებს, დაასრულონ ამორალური ქმედება და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის.

 

„აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს კონტაქტი ასევე ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთან, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ყველასთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება აღნიშნული საკითხი, რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ გაიდლაინით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით პროგრამაში. ეს არის ჩვენი პოზიცია. მე მინდა მივმართო ასევე ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, რომ მათი ეს ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ. და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს. ნუ იყენებენ ამ ადამიანების მშობლებს ამ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის, ჩვენი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს

 

პრემიერის შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში საკითხი არასწორად წარმოაჩინეს.


„ახლა მინდა კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოება და პირველ რიგში, ჩვენს ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციურობის, მესმის მათი ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, ასე წარმოაჩინეს საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს. თითქოს წამალი რომ მივცეთ ჩვენ, მთავრობამ რომ მისცეს, ყველაფერი შეიცვლება. ასევე იმასაც კადრულობენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია. იცით თქვენ, ძალიან ბევრი ჩვენს გარშემო, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი მთელს მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება საერთოდ. ჩვენ ამისკენ უნდა ვიყოთ მოწოდებული“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი