საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
25-04-2023, 09:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა. შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობა, ასევე თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის კავშირების გამყარებას ემსახურება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს.

 

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებული შეთანხმება გააფორმეს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი