პაპი ფრანცისკი მისი აფრიკული ტურნეს დასასრულს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდა, ქვეყანაში, რომელიც მუსლიმ ამბოხებულებსა და ქრისტიან მილიციას შორის სისხლიანი დაპირსიპირების ნიადაგზე გახლეჩილია.
მის ვიზიტამდე პაპის უსაფრთხოების შესახებ წუხილი გამოითქმებოდა. პაპმა განაცხადა, რომ ის მოწოდებულია ჩაიტანოს მშვიდობისა და იმედის გზავნილი ქვეყანაში, სადაც მომავალ თვეს არჩევნები უნდა ჩატარდეს. პაპი მანამდე უგანდასა და კენიას სტუმრობდა.
კონფლიქტის ზონაში ვიზიტისას, პონტიფიკი დედაქალაქ ბანგუიში საზეიმო მესას აღავლენს. მოელიან, რომ რომის პაპი მუსლიმ ლიდერებსაც შეხვდება და ასევე ქალაქის მუსლიმებით დასახლებულ ანკლავში მეჩეთსაც ესტუმრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.