საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს მაია ომიაძემ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაგეგმილი პროექტები გააცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „Starring Georgia“-ს, „გემო ფესტის“, მარკეტინგული კამპანიებისა და სხვა დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა.
„ახლოვდება ზაფხულის სეზონი და ძალიან ბევრ საერთაშორისო ვიზიტორს ველოდებით. შესაბამისად შეხვედრაზე გავაცანით ერთმანეთს გეგმები, გავუზიარეთ ხედვები, მოვისმინეთ დარგის წარმომადგენლებისგან რჩევები თუ როგორ შეიძლება მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუმრებს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.
„ეს შეხვედრა ემსახურება ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, რომ ჩვენ მეტი გავიგოთ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ეს ინფორმაცია პირდაპირ იყოს მიწოდებული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის“,-აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.