არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო“ ინიციატივით, ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ნაირი ირიციანი, მელქონ მაკარიანი და სხვა ოფიციალური პირები ნორვეგიის, დანიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, ეროვნული უმცირესობებისთვის განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.