საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონელ კოლეგასთან ზბიგნევ რაუსთან არაფორმალური ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრა წინანდალის მამულში გაიმართა, რის შემდეგაც სტუმრებმა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.
ზბიგნევ რაუ თბილისს ვიზიტით 26-28 აპრილს სტუმრობს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა ქართველ კოლეგასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.