პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ საქართველოში ვიზიტი დაასრულა.
ზბიგნევ რაუ, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა გააცილა. მანამდე კი, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პატივი მიაგეს პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მისი მემორიალი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ვიზიტით 26-28 აპრილს ეწვია. მან შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ილია დარჩიაშვილთან.
ზბიგნევ რაუ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.
ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.