ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, ქართველი პარლამენტარები ლონდონში ლორდთა პალატაში შეხვედრას გამართავენ
29-11-2015, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უესტმინისტერის ფონდის ორგანიზებით ხვალ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები და აპარტის თანამშრომლები დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებიან. კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობს.

 


კომიტეტის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონში დაგეგმილია შეხვედრები, რომლებზეც განიხილება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოთა ურთიერთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, პარლამენტის როლი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე. საუბარი შეეხება ციხის საერთაშორისო რეფორმის საკითხებსაც.

 

 

სამუშაო დღის წესრიგით, ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კომიტეტის წევრებთან ერთად დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს ყველა საპარლამენტო ჯგუფების თავმჯდომარეებს შეხვდება.

 


შეხვედრა გაიმართება ლორდთა პალატაშიც, სადაც ქართულ დელეგაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტში ლორდ დაბსი (Lord Dubs) უმასპინძლებს. ქართული დელეგაცია დაესწრება დებატებს პარლამენტში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, დევიდ ქამერონის მონაწილეობით.

 

 

დელეგაციის შემადგენლობაში არიან კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, დეპუტატები - მერაბ კაჭახიძე, ოთარ ჩრდილელი, გოგა ხაჩიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი.

 


დიდ ბრიტანეთში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 3 დეკემბერს დასრულდება.

 

 

კომენტარები: 1
#1   ჯუმბერ ქირია
      
რა ხდება, კაცთა გაუპატიურების კდრების ნახვა ხომ არ მოუნდათ ლორდებს...?! :)
29 ნოემბერი 2015 12:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი