თავდაცვის ძალებს შორის შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა. ფინალური შეჯიბრება
ნუცუბიძის პლატოზე მდებარე რაგბის სტადიონზე გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას
თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა,
გამარჯვებულები კი სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილი მე-4 ქვეითმა
ბრიგადამ დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მე-3 და მე-2 ქვეითმა ბრიგადის გუნდებმა
გადაინაწილეს. ფინალში მოთამაშე გუნდებს ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლები
გადაეცათ. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ
გადასცა.
ტურნირში მონაწილეებიდან საუკეთესო მოთამაშეები შეირჩევიან, რომლებიც თავდაცვის
ძალების ნაკრებს დააკომპლექტებენ და უწყების სახელით 2023 წლის აგვისტოში საფრანგეთში
დაგეგმილ რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.