ძალიან სამწუხაროა, რომ თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
ალასანია მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების საკითხზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს.
"ერთი წლის წინ ვთქვი, რომ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ შოთაძეს მთავარ პროკურორობას შეჰპირდნენ. მან წარმატებით გააგრძელა ადეიშვილის ტრადიცია, თუმცა დაკვეთების აღსრულებაში მოიკოჭლებენ. დღეს ეს უწყება გაუცხოებულია საზოგადოებასთან, რაშიც ამ ყმაწვილს დიდი წვლილი მიუძღვის.
თეა წულუკიანი ამ პროცესის მონაწილეა... ძალიან სამწუხაროა, რომ ის ამ სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა", - აღნიშნავს ალასანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.