კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებზე-ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია უნგრეთთან თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში განიხილავს.
„დღეიდან იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ოფიციალურად იხსნება კონფერენცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და მას ექნება შესაძლებლობა მიმართოს დამსწრე საზოგადოებას თავისი გამოსვლით, რომელშიც გამახვილდება ყურადღება იმ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. გვექნება შესაძლებლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა უნგრეთთან და ასევე, განხილული იქნება საკითხი, რაც დაკავშირებული არის წლევანდელ წელს გაფართოებულ სამთავრობო შეხვედრასთან, რომელიც საქართველოში იგეგმება უნგრეთის და საქართველოს მთავრობების მონაწილეობით“,- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.