კახა კალაძე: თურმე, იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ მინდა ჩემი ქვეყნის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება
04-05-2023, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მე მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებსა და კულტურაზე, რითაც ვამაყობ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი live” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს, ცილისწამებაა.

„რატომ არ შევუერთდით სანქციებს? ამაზეა ძირითადად საუბარი. ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას? ასე ხომ პირიქით დავაზიანებთ გაჭირვებულ ხალხს, ვინც 24 საათი შრომობს ლუკმა-პურის ოჯახში შესატანად. ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?! რატომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში? ნაკლები გავაკეთეთ ამ მიმართულებით? ყველა საერთაშორისო მისიაში საქართველო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. რამდენი დაჭრილი, დასახიჩრებული ბიჭები გვყავს. მაგათ ვენაცვალე, მართლა გმირები არიან. გვინდა სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ? მინდა, მივმართო საზოგადოებას, დღეს რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში? მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია, თუმცა ეზ არ ნიშნავს საკუთარ იდენტობასა და კულტურაზე უარის თქმას.

„თურმე იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ ქვეყანაში მინდა მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება. მე რომ მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის, ვის უნდა ისე? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, რითაც ვამაყობ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე და ქართველი ვარ. როდესაც იტალიაში ჩავედი, საქართველო რუსეთი ეგონათ, მაგრამ მერე ყველამ გაიგო, რომ საქართველო უდიდესი კულტურის მქონე, პატარა, ლამაზი ქვეყანაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თმით, ოპოზიცია საქართველოს ყველანაირ მიღწევას აუფასურებს.

„ყველა მიმართულებით უტევენ - სარწმუნოებას, ეკლესიას, წარმატებულ ადამიანებს. როგორ შეიძლება ადამიანმა არ იამაყო, ქართული ანბანი არის მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის. უტევენ სპორტსმენებს. ვნახეთ, ტალახაძეს, კვარაცხელიას რა სტატუსები მიუძღვნეს. ეს მიზანმიმართული კამპანიაა. ასეთი დალოცვილი ქვეყანა გვაქვს, ამხელა წარსული გვაქვს, ამით როგორ არ უნდა იამაყო?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი